"ტორპედომ" მოედანზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო,
შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ვერ
უმასპინძლოს.
მოედანზე მოშლილია საპირფარეშოები, გასახდელები და მსაჯთა ოთახები.
ასევე არის საკანალიზაციო სისტემის პრობლემაც.
კლუბის მოედანი არათუ უეფას ეგიდით დაგეგმილ, არამედ, ეროვნული ლიგის
მატჩების მიღებისთვისაც კი შეუსაბამოა, რის გამოც, ქუთაისური კლუბი 10
ივლისს მოლდოვურ "შერიფთან" დაგეგმილ შეხვედრას, სავარაუდოდ,
დედაქალაქში ჩაატარებს.
კლუბში უკვე იმყოფებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები,
რომლებმაც სტადიონის ხელმძღვანელობას შენიშვნები მისცეს. თუმცა,
დირექტორი ამბობს, რომ 10 ივლისამდე სტადიონის უეფას სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოხდება.
"დიდ თანხებს ვერ შევეჭიდებით, მაგრამ მინიმალურს გავაკეთებთ.
ვეცდებით, ძირითადი მოთხოვნები შევასრულოთ. თუ არადა, პირობებში
გათვალისწინებულია სათადარიგო სტადიონი, სადაც ასეთ შემთხვევაში
თამაში ჩატარდება" , - ამბობს შპს "რამაზ შენგელიას სახელობის
სტადიონის" დირექტორი, თამაზ კიკვაძე.
უმასპინძლებს თუ არა ჩემპიონთა ლიგის მატჩს "ტორპედო" საკუთარ
მოედანზე, ეს საბოლოოდ უეფას კომისარმა უნდა გადაწყვიტოს, რომელიც
კლუბს თამაშამდე 10 დღით ადრე ეწვევა და ინფრასტრუქტურას
შეამოწმებს.
"რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი" ქუთაისის მერიის შპს-ა და ის
კლუბ "ტორპედოსგან" დამოუკიდებლად არსებობს. სტადიონი ადგილობრივი
ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 246 000 ლარით ფინანსდება. თავის მხრივ კერძო
საკუთრებაა "ტორპედო", რომელიც გასულ წელს აუქციონზე გაიყიდა. ამის
მიუხედავად, მერიის მიერ დაფინანსებულ სტადიონს, კერძო კლუბი
იყენებს.
ორი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ სტადიონის შესყიდვით
ჩინელი ინვესტორები იყვნენ დაინტერესებული,
რომლებიც ასევე კლუბში გეგმავდნენ ინვესტიციის ჩადებას. ინფორმაციას
ჩინელების "ტორპედოთი" დაინეტერესების შესახებ ადასტურებდნენ კლუბის
ადმინისტრაციაში და ამბობდნენ, რომ მოლაპრაკებები მიმდინარეობდა.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია შეთანხმდნენ თუ არა მხარეები.
ამავე თემაზე:
„მალე
გავაფორმებთ ხელშეკრულებას“ - ზაალ ჩაჩავა შპს „რამაზ შენგელიას
სტადიონის“ გადაცემაზე
შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი“, შესაძლოა, ინვესტორს
გადაეცეს
ქუთაისის
"ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა
კომპანია, რომელმაც
"ტორპედო" შეიძინა, კლუბის პრეზიდენტის მამის
საკუთრებაშია
ქუთაისის მერია
"ტორპედოს" აუქციონზე მეორედ გაიტანს
საფეხბურთო კლუბ
"ტორპედოს" აუქციონი
ჩაიშალა
ქუთაისის "ტორპედო"
პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა
ქუთაისის "ტორპედოს"
აუქციონზე გაიტანენ
მასალის გამოყენების პირობები