ქუთაისის სპორტის სასახლეში კალათბურთში, სუპერ ლიგის პლეი ოფის
ფინალური მატჩი ჩატარდა.
"ქუთაისი 2010"-მა თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და თბილისური კლუბი
დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 77:71 დაამარცხა.
განმეორებითი მატჩი გუნდებს შორის 24 მაისს ქუთაისის სპორტის
სასახლეში 18:30 საათზე გაიმართება.
საკალათბურთო მატჩის დაწყებამდე ქუთაისელმა მიშიკო მუმლაძემ
საჯაროდ სთხოვა ხელი მის საცოლეს, სოფო საკანდელიძეს. წყვილი, სხვა
გულშემატკივრების მსგავსად, სპორტის სასახლეში ფინალურ მატჩს
ესწრებოდა.
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები