ქუთაისის სარაგბო კლუბმა "აია"-მ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი
დაიკავა და პლეიოფში თამაშის უფლებაც მოიპოვა.
ქუთაისური გუნდი მეორე ადგილზე მყოფ თბილისის "ლოკომოტივს"
დაუპირისპირდა და ანგარიშით 15:20 დაამარცხა.
ამ მოგებით ქუთაისელები 7 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშებენ
პლეიოფის ფინალურ მატჩში.
"ლოკომოტივსა" და "აიას" შორის მატჩი თბილისში ავჭალის სტადიონზე 28
აპრილს 16:00 საათზე გაიმართა.
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები