2 მარტი ქუთაისში სპორტული დღე იყო.
ქუთაისის საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბებმა საშინაო მატჩები
ჩაატარეს.
ქუთაისი 2010"-მა რუსთავის საკალათბურთო კლუბი ანგარიშით 76:68
დაამარცხა. ორივე გუნდი სატურნირო ცხრილში ერთნაირი
ქულებით პირველ-მეორე ადგილებს იყოფდნენ.
სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა ქუთაისის "ტორპედომ", ქვეყნის მოქმედმა
ჩემპიონმა და სუპერ თასის მფლობელმა გორის "დილას" უმასპინძლა. მატჩი
სანახობრივი გამოდგა.
გორელებმა ორჯერ მოახერხეს დაწინაურება და ქუთაისური კლუბი ანგარიშით
3:2 დაამარცხეს.
მასალის გამოყენების პირობები