საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საქართველოს
თასის მეოთხედ ფინალში, "ქუთაისი 2010" და ბათუმის საკალათბურთო
გუნდი "ბათუმი" შეხვდებიან.
თამაში 15 თებერვალს, ქუთაისის სპორტის სასახლეში 18:30
საათზე დაიწყება.
პლეი ოფის ყველა თამაში ერთ მატჩიანია. დღევანდელ თამაშში
გამარჯვებული ნახევარ ფინალში თბილისის "დინამოს" ან "ოლიმპს"
დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ სუპერ ლიგის ფარგლებში ქუთაისურმა კლუბმა "ბათუმი"
ანგარიშით 78:71 დააამარცხა.
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები