საკალათბურთო კლუბმა "ქუთაისი 2010" 2018 წლის პირველი ტიტული
მოიპოვა.
4 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში, ქორქია-საკანდელიძის
საკალათბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ქუთაისური
კლუბი და რუსთავის საკალათბურთო გუნდი ერთმანეთს შეხვდნენ. მატჩი
ქუთაისელების სასარგებლოდ ანგარიშით 118:104 დასრულდა.
"ქუთაისი 2010"-მა უკვე მესამედ მოიპოვა თასი.
გუნდში საუკეთესო ფორვარდად გიორგი ბარბაქაძე დასახელდა, საუკეთესო
უკანახაზელი კი DeJuan Wright გახდა.
ავტორი: ბაქარი ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები