8-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ქუთაისში
ბრუნდება.
ვილი სანიოლის გუნდი 8 ივნისს, ამხანაგურ შეხვედრაში, კაბო ვერდეს
ეროვნულ გუნდს შეხვდება.
მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება.
ბოლო მატჩი, რომელიც ეროვნულმა გუნდმა რამაზ შენგელიას სახელობის
სტადიონზე ითამაშა, 2017 წლის 13 ნოემბერს, ბელარუსის წინააღმდეგ 2-2
დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები