ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალური სპონსორი "კრისტალბეთი" გახდა.
ამ და სხვა სიახლეების შესახებ საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობამ
პრეზენტაციაზე გააჟღერა.
„ტორპედოსა“ და კრისტალბეთს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება უკვე
გაფორმდა.
„გვინდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი, გვერდით დავუდგეთ ქუთაისის
„ტორპედოს“, რომ მან არა მარტო საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზოს,
არამედ ევროპულ სარბიელზეც. ბიზნესი და ფეხბურთი გვერდით დაუდგენენ
ერთმანეთს,“ - განაცხადა კრისტალბეთის პიარ მენეჯერმა, ბექა
მახათაძემ.
მისივე თქმით, ქუთაისის საფეხბურთო კლუბისა და კრისტალბეთის
თანამშრომლობა ერთი წლით არ შემოიფარგლება და ის სამომავლოდ
გაგრძელდება. "კლისტალბეთში" არ ასაჯაროებენ თუ რა რაოდენობის თანხის
ინვესტირებას აპირებენ. თუმცა, ამბობენ, რომ ეს თანხა საკმაოდ
სოლიდურია.
ახალი სპონსორის გარდა, გუნდში სხვა სიახლეებიცაა. კერძოდ, მომავალ
საფეხბურთო სეზონს „ტორპედო“ განახლებული ლოგოთი შეხვდება. მისი
ავტორი დიზაინერი რუსუდან დაუშვილი გახლავთ.
„ტორპედოს“ ახალი ლოგო 2001-2002 წლებში არსებული ლოგოს განახლებული
ვერსიაა. და ის სამ აბრევიატურას "ტ" , "ქ" და "T" აერთიანებს,“ -
განაცხადა შეხვედრაზე კლუბის პრესსამსახაურის უფროსმა, ედო
ბადალაშვილმა.
ასევე, ცვლილება შეეხო გუნდის ფორმასაც. ქუთაისელი ფეხბურთელები თეთრი
და შავი ფერის მაისურები იასპარეზებენ. თუმცა, გარდა ამისა გუნდს
მესამე სათადარიგო, ყვითელი ფერის ფორმაც ექნება.
საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ ეროვნულ ჩემპიონატში მიმდინარე წლის
მარტიდან ჩაერთვება. მანანდე კი, კლუბი სამწვრთნელო შეკრებას
თურქეთში გაივლის, რომელსაც ახალი სპონსორი დააფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები