საზოგადოება
"90 ლარზე ვცხოვრობთ" - ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრები მაზერების ორსულიანი ოჯახი სოციალური დახმარების აღდგენას 6 თვეა უშედეგოდ ითხოვს. 
დახმარების შეწყვეტის მიზეზი, ოჯახის თქმით, ზამთარში ელექტრონერგიის  გახარჯვაზე  მოსული მაღალი გადასახადია. 

"სიცივეები რომ იყო სამი თვე ვიხმარეთ  დენი და 100 ლარამდე ავიდა. აბა რა უნდა გვექნა?!", - ამბობს ნატო პროტასოვა.

ის ამბობს, რომ მათ დაბალი, სოციალური ფონის გარდა, ჯანმთელობის პრობლემაც აქვთ. ნატო გვიყვება, რომ მისი მეუღლე მეორე ჯგუფის ავადმყოფია, რის გამოც დაქვეითებული აქვს მხედველობა და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

ბორის მაზერის ოჯახს სოციალური შემწეობა 2009 წელს დაენიშნათ და მათ, ყოველთვიური დახმარება 108 ლარს შეადგენდა. მაშინ ოჯახის სოციალური მდგომარეობა 11 000 ქულით შეფასდა, მიმდინარე წლის მარტში კი - 111 000 ქულა ჩამოუვიდათ.



ბორის მაზერს  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დამოუკიდებლად  გადაადგილება უჭირს

მაზერებმა განგვიმარტეს, რომ  ოჯახს პენსიის გარდა, რომელიც 180 ლარია, სხვა  არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ. თუმცა, განმარტავენ, რომ სესხის გამო  180 ლარიდნ მხოლოდ 90 ლარი რჩებათ. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ ოჯახისთვის სოციალური შემწეობის გაუქმების მიზეზი მხოლოდ დენის მაღალი გადასახადი არ ყოფილა და სარეიტინგო ქულაზე გავლენას ოჯახის მიერ მოწოდებული და ასევე, ოფიციალურ სტრუქტურებში დაფიქსირებული ინფორმაცია ახდენს.

"კონკრეტულად ერთი პუნქტი გავლენას არ ახდენს სარეიტინგო ქულაზე. რა ინფორმაციაც წერია, ყველა მონაწილეობს ქულის დათვლაში. ბოლო პერიოდში 17- ჯერ მეტი თანხა აქვთ დაფიქსირებული, რაც კომუნალური მომსახურებისთვის გადაიხადეს. ეს არ არის ცოტა და წესით ამის გადახდა სოციალურად დაუცველს არ უნდა შეეძლოს", - ამბობს ნინო ჭიღლაძე. 

ნინო ჭიღლაძის თქმით, ოჯახს თუკი ამ წუთში დეკლარაციაში დაფიქსირებული ინფორმაციისგან განსხვავებული მდგომარეობის აქვს,  შეუძლია სააგენტოს ხელმეორედ მიმართოს და განმეორებითი გადამოწმება მოითხოვოს. 

მაზერების ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნა  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლაშა შალამბერიძემ გააპროტესტა.

"უამრავ ასეთ ადამიანს ვნახულობთ, რომელსაც უსამართლოდ მოუხსნეს სოციალური დახმარება და "ქართულმა ოცნებამ" ისინი შიმშილისათვის გაწირა. მოვითხოვთ ამ ოჯახს სასწრაფოდ აღუდგეს სოციალური დახმარება და ქუთაისის მერიამ უზრუნველყოს "მადლიერების სახლიდან" საკვების ყუველდღიურად მიტანა სახლში, ვინაიდან მათ გადაადგილება უჭირთ და მხოლოდ მეზობლების იმედზე არიან დარჩენილები",  - ამბობს ლაშა შალამბერიძე.

მადლიერების სახლში განგვიმარტეს, რომ დაწესებულების კრიტერიუმების მიხედვით, ამ სახლის მომსახურების მისაღებად აუცილებელია ბენეფიციარს სოციალურად დაუცველის სტატუსი ქონდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.