ქუთაისი-წყალტუბოს საგზაო მონაკვეთზე ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად შუახნის ქალბატონი გარდაიცვალა. საგზაო შემთხვევა გუშინ დღის საათებში მოხდა.
თვითმხილველების ცნობით, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი პოლიციამ გუშინვე დააკავა. ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, დაკავებული პიროვნება ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, დაკავებულის მიმართ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის წესების დარღვევის გამო აღძრულია სსკ 276 მუხლის 5 ნაწილით, რაც 3 წლით თავისუფლების ღკვეთას ითვალისწინებს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრი ქუთაისის მერიის თანამშრომელია.
მასალის გამოყენების პირობები