სამართალი
20 წლიანი შესაძლო პატიმრობა 7 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობისთვის - საქმე სამტრედიის სასამართლოში
FaceBook
სამტრედიის რაიონული სასამართლო სოფელ ნოღაში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს არასრულწოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში ედავება.
წინასასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 27 ივლისს გაიმართა. ბრალდებულს 17 მაისიდან აღმკევეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებისა და დაცვის მხარის მოწმეებს სამტრედიის რაიონულ სასამრთლოში 8 აგვისტოს მოუსმენენ.

37 წლის დავით შანიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" პუნქტით და 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ასაკის პირთან წინასწარი შეცნობით გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას და გარყვნილ ქმედებას ნიშნავს.

სამტრედიის პოლიციამ შანიძის წინააღმდეგ საქმე სოფელ ნოღას მეზობელი სოფლის მკვიდრის მიმართვის შემდეგ აღძრა. მამაკაცი, რომელმაც პოლიციას მიმართა, შანიძეს მისი 7 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს.

დაკავებულის ოჯახის წევრებისა და დაცვის მხარის განცხადებით, შანიძე უდანაშაულოა. მათივე მტკიცებით, ბრალდებული მომჩივანის ცილისწამების და ამავე დროს, პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია.

ბრალდებულის ადვოკატი ქუთაისიპოსტთან საუბარში ირწმუნება, რომ მას გარყვნილი ქმედება არ ჩაუდენია და ბრალდებას ერთადერთ მტკიცებულებად მხოლოდ მცირეწლოვანი გოგონასა და მისი 17 წლის ნათესავის ჩვენება აქვს. ბრალდების მხარე  ამტკიცებს, რომ დაზარალებულმა სწორედ ამ უკანასკნელს გაუმხილა დავით შანიძესთან მომხდარი ინციდენტის შესახებ.

არასრულწოვანი გოგონას უფლებების დამცველის განმარტებით, ბავშვების დაკითხვა კანონიერი წარმომადგენლისა და ფსიქოლოგის თანდასწრებით მოხდა, მათი ჩვენება კი იმდენად საწრმუნოა, რომ მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

"ისეთ დეტალებზე უთითებენ, არ შეიძლება ბავშვებს დაესიზმროთ ან ვინმემ დაარიგოს და ისე აღწერონ. დანარჩენი ბრალდების მხარის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. ერთი ბავშვი უყურებს და არის ოჯახში გოგონა, რომელთანაც გაიქცა და უთხრა ასეთი რაღაც ხდებაო. ისე ამბობენ, რომ ოჯახის წევრიც ვერ მოიფიქრებს იმას და ბავშვიც ვერ გაიმეორებს. ბავშვები ყოველთვის ამბობენ სიმართლეს. საუბედუროდ, ასეთ საქმეს თვითმხილველები იშვიათად ჰყავს," - ამბობს არასრულწლოვნის უფლებადამცველი, მადონა არჯევანიძე.

თუმცა, შემხთვევიდან სამი თვის შემდეგ, ბრალდებულის ოჯახის წევრები და ადვოკატი ამბობენ, რომ საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა.

"რასაც ვვარაუდობდით, რომ ეს ყველაფერი იყო ბავშვის ფანტაზია, ეს ვარაუდი გამართლდა. ოჯახი და ბავშვებიც ახლა ამბობენ, რომ მაშინ ბრალდებულის შეეშინდათ და მოიტყუეს. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი რამ, რაც თავიდან თქვეს, არ მომხდარა. გამოძიება დაეყრდნო მათ ფანტაზიას, სხვა ვერანაირი მტკიცდებულება ვერ მოიპოვა. ამის თაობაზე გამოკიხთვის ოქმები მაქვს და ჩადებულია საქმეში," - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, ხვიჩა ნიკოლეიშვილი.

ის იმედოვნებს, რომ არასრულწლოვნების გამოკიხთვის ოქმები მოსამართლე გაითვალისწინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულის მხარე სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.

ხვიჩა ნიკოლეიშვილი საპროცესო შეთანხმების შესახებ შუამდგომლობის დაყენებას გამორიცხავს. "საბოლოო ჯამში, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დადგეს გამამართლებელი განაჩენი," - აცხადებს ადვოკატი.

არასრუწლოვნის უფლებადამცველი, ბრალდებულის ოჯახის მხრიდან, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახისთვის, შეცვლილი ჩვენების სანაცვლოდ, თანხის შეთავაზებას არ გამორიცხავს, რადგან აცხადებს, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათი ეკონომიური მდგომარეობა უმძიმესია.

"შესაძლებელია. იყოს დადებითი თვისებების, მაგრამ ჰქონდეს რაღაც ისეთი, რომელიც დაფარულია. ჩვენ გვინახავს მეგობრები, ნათესავები პრაქტიკაში. სამწუხაროდ, ძალიან დიდი პრაქტიკაა მსგავსი ფაქტები როცა ხდება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად დადასტურდება, ეს უკვე ბრალდების საქმეა," - აცხადებს 7 წლის გოგონას  ადვოკატი, მადონა არჯევანიძე.

კოლეგის მოსაზრებას არ იზიარებს ბრალდებულის ადვოკატიც. ის გარიგებას დაზარალებულის ოჯახთან კატეგორიულად გამორიცხავს.

"სახაზინო წესით დანუშნული ადვოკატია და არ აქვს ისეთი მჭიდრო კონტაქტი ოჯახთან, როგორიც კერძო ადვოკატს ექნებოდა. რამდენადაც ვიცი, არც არის ოჯახში ნამყოფი. მხოლოდ ზერელე ფრაზებით შემოიფარგლება. სასამრთლო დაადგენს სიმართლეს," - აცხადებს ბრალდებულის უფლებადამცველი, ხვიჩა ნიკოლეიშვილი.

დავით შანიძის საქმეზე სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მორიგი მოსმენა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს მოხდება. დაცვის მხარის ინფორმაციით, სხდომაზე ყველა დასახელებულ მოწმეს მოუსმენენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ,
პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
11:23 / 17.07.2024
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ, პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.