20 საათიანი დაკავების შემდეგ ჩოგოვაძე ცუდად გახდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქუთაისში საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ. კახაბერ ჩოგოვაძე საპატრულო პოლიციამ 20 საათის წინ ნარკოლოგიურ თრობაზე შემოწმების მიზნით ადმინისტრაციული წესით დააკავა და იმერეთის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში გადაიყვანა. (ჩოგოვაძე
ნარკოტიკის მოხმარებისთვის წარსულშიც იყო დაკავებული ადმინსიტრაციული წესით). ადვოკატის აკაკი ჯანელიძის ინფორმაციით, კახაბერ ჩოგოვაძემ უარი განაცხადა ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებაზე. დაკავებიდან 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გათავისუფლებული ჩოგოვაძე პოლიციამ სულ რამდენიმე წუთში თავიდან დააკავა და ისევ მოთხოვა ნარკოლოგიურ თრობაზე ლაბორატორიული და კლინიკური კვლევის ჩატარება, რაზეც დაკავებულმა პირმა კვლავ უარი განაცხადა. ადვოკატის თქმით, დაირღვა კონსტიტუციის 42-ე მუხლი, რომლის თანახმად "არავინ არ არის ვადლდებული მისცეს მის წიანააღმდეგ მამხილებელი ჩვენება", - აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატის ინფორმაციით 20 საათიანი დაკავების შემდეგ ჩოგოვაძე ცუდად გახდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვენეს, სადაც უტარდება სამედიცონო კვლევები. "როგორც კი სამედიცინო შემოწმება დასრულდება, ისევ გადაიყვანენ ნარკოლოგიურ თრობაზე შეასამოწმებლად და თუკი ისევ უარს იტყვის, კვლავ დააკავებენ", - აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატი ადამიანის უფლებების დარღევასა და არაადამიანურ მოქცევაზე მიუთითებს.
"კახაბერ ჩოგოვაძე უკვე 20 საათია ბორკილდადებული იმყოფება. სახეზეა დამამცირებელი და არაადამიანური მოქცევა. ადამიანი 20 საათის განმავლობაში ვერ იკმაყოფილებს ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს", - აღნიშნავს ჯანელიძე.
კახაბერ ჩოგოვაძის დაკავებაზე შსს-ში აცხადბენ, რომ შეუძლიათ მიმართონ გენერალურ ინსპექციას, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს.
ეკა კუხალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები