ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 2012 წლიდან ამ დრომდე, ნაფიც
მსაჯულთა მონაწილეობით 10 სისხლის სამართლის საქმე წარიმართა.
საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წელს უწყებამ
ერთი სისხლის სამართლის საქმე განიხილა, რომელზეც მსაჯულებმა
ნაწილობრივ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
ასევე, ერთი სისხლის სამართლის საქმის განხილვა მოხდა 2014 წელსაც.
ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.
2015 წელს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქალაქო სასამართლოში 4 საქმე
განიხილეს, ერთზე კი, ბრალდებულის გარდაცვალების გამო, სამართლებრივი
დევნა შეწყდა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
წარმოებაშია 4 სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა
მონაწილეობით.
"არც ერთი საქმის განხილვა მოცემული ეტაპისთვის დასრულებული არ არის,"
- აცხადებენ უწყებაში.
ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები, გასულ წელს,
ქუთაისში
45 წლის მამაკაცის მკველობის საქმეს განიხილავენ.
ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ მისმა შვილმა ნაფიც მსაჯულთა მიერ
საქმის განხილვა თავად მოითხოვა, რადგან თავს უდანაშაულოდ თვლის და
სასამართლოს არ ენდობა. ამ საქმეზე ნაფიცი მსაჯულთა სხდომა უკვე ორი
კვირაა მიმდინარეობს. პროცესები მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება,
მსაჯულები კი საბოლოო ვერდიქტს მიმდინარე თვის ბოლოს გამოიტანენ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმეების
განხილვა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოებს.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" თანახმად, ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო 12 მსაჯულისა და 2 სათადარიგო მსაჯულისაგან შედგება.
ასევე, ამავე კოდექსით განსაზღვრულია თუ ვის შეუძლია გახდეს ნაფიცი
მსაჯული. ("
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"; მუხლი
27-31)
მასალის გამოყენების პირობები