ქუთაისში, დვალიშვილების ოჯახში, მიმდინარე წლის რვა ივნისს
განხორციელებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით
გამოძიება მიმდინარეობს.
"2017 წლის 6 ივნისს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართა ქუთაისში მცხოვრებმა
მ.გ.-მ, რომ დ.დ. და ბ.დ. უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს
ფლობდნენ, რომელიც, მათ შორის არსებული კონფლიქტის გამო, შესაძლოა,
მის წინააღმდეგ გამოეყენებინათ.
სამართალდამცველებმა შეტყობინების მიღებისთანავე მოახდინეს
რეაგირება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ჩატარდა ქუთაისში, დადიანის
ქუჩაზე მდებარე დ.დ.-ს და ბ. დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ასევე,
ბ.დ-ს პირადი და კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციას
რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი არ აღმოუჩენია და არც
ამოუღია.
გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისას დ.დ.-მ დააფიქსირა, რომ 2017 წლის
5 ივნისს მ. გ.-მ მას სახლში ავტომანქანით, უცნობ პირთან ერთად
მიაკითხა, ავტომანქანაში ჩაჯდომა მოსთხოვა და სახლიდან, დაახლოებით, 2
კილომეტრში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე წაიყვანა. მისი თქმით,
ავტომანქანაში ყოფნის დროს, მ.გ.-მ მისგან კატეგორიულად მოითხოვა
სესხად აღებული თანხის გადახდა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფა, შემოახია ტანსაცმელი და თანხის გადაუხდელობის
შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა.
ამის შემდგომ მ.გ.-მ და უცნობმა პირმა დ.დ. აღნიშნულ ადგილზე დატოვეს,
ხოლო თვითონ ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით გაემართნენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დ.დ-ს პოლიციისთვის აქამდე არ
მიუმართავს და არც მომხდარის შესახებ შეუტყობინებია.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს
მ. გ. ან მისი ძმები შსს-ს თანამშრომლები არიან, სიმართლეს არ
შეესაბამება. მ.გ. შსს-ში 2011 წლიდან აღარ მუშაობს", - ნათქვამია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ამავე თემაზე:
"სახლი დაარბიეს" - ქუთაისში სამართალდამცავებს
ზეწოლაში ადანაშაულებენ
მასალის გამოყენების პირობები