სამართალი
"ნასვამ მდგომარეობაში შეკამათდნენ" - რას ჰყვებიან სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე
FaceBook
სამტერდიის სოფელ ოფეთში დღეს მომხდარი მკვლელობის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის წევრები არ საუბრობენ. თავიანთი ვერსიები აქვთ  მეზობლებს.  
მათი თქმით, გარდაცვლილს წლების წინ მომხდარი ავარიის შემდეგ ფსიქიკური პრობლემები ქონდა. მეზობლების ინფორმაციით, დილით მამა-შვილი ყანაში მუშაობდა, საღამოს კი სახლში სუფრასთან ისხდნენ, რა დროსაც ნასვამ მდომარეობაში მყოფები შეკამათდნენ. მეზობლების თქმით, დანა ჯერ მამამ აიღო, თავდაცვის დროს კი, შვილმა დაჭრა. 52 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცალა. 

სამტრედიაში დღეს შვილმა მამა მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული პ.კ. ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიაყენა მამას - 1964 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, რომელიც, მიყენებული დაზიანების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა პ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით).
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ,
პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
11:23 / 17.07.2024
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ, პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.