საქართველოს პარლამენტმა დეპუტატი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო
სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.
პლენარულ სხდომაზე მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად
არჩევასა და მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე
შეწყვეტას ეყარა კენჭი, რასაც 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საკითხის წინააღმდეგ 10 დეპუტატი წავიდა.
"მანანა კობახიძე არჩეულია საკონსტიტიტუციო სასამართლოს წევრად.
ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას ამ საპატიო
საქმიანობაზე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც
კანდიდატურა პარლამენტს უნდა წარედგინა, სექტემბრიდან ვაკანტური იყო.
წარდგენის ვადა და ამ თვალსაზრისით "საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ" ორგანული კანონით დადგენილი ნორმა კანონმდებლებმა დაარღვიეს,
რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის გამწესება
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე
არა უადრეს ერთი თვისა და არა უგვიანეს ათი დღისა უნდა მოხდეს.
მანანა კობახიძე პარლამენტს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ"
წარუდგინა.
წყარო:
interpressnews.ge
მასალის გამოყენების პირობები