სამტრედიის სოფელ დაფნარში, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის
საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 8 თებერვალსაა
ჩანიშნული.
პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. ასევე
დაიკითხებიან მოწმეები.
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულის, სამტრედიის
პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის ადვოკატის, აკაკი
ჯანლიძის განმარტებით, ჯერ არ იცის რა კონკრეტულ შუამდგომლობას
დააყენებს პროცესზე დაცვის მხარე.
ბრალდების მხარეს, დემურ სტურუას დედას, ნონა ჯოჯუას ადვოკატი არ
ჰყავს. მისი თქმით, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მოკვლეულმა
მასალებმა იგი გოდერძი თევზაძის უდანაშაულობაში დაარწმუნა.
გოდერძი თევზაძის სასამართლო პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული.
დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით
გასული წლის 7 აგვისტოს დაასრულა.
გარდაცვალებამდე დაწერილ წერილში იგი წერდა, რომ
მასზე სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანაშრომელი, გოდერძი თევზაძე
მორალურად და ფიზიკურად ძალადობდა.
მასალის გამოყენების პირობები