ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, ირაკლი გეგეშიძის
სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიმდინარე წლის
5 დეკემბრს გაიმართება.
გეგეშიძის ადვოკატის, კახაბერ წერეთელის განმარტებით,
სასამართლო პროცესზე მოწმეების სახით მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლების დაკითხვა მოხდება.
როგორც ბრალდებულის ინეტერესების დამცველი ამბობს,
წინა სასამართლო პროცესებზე დაკითხული
მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების მიხედვით, ყოფილი
გამგებლის ბრალეულობა არ დასტურდება.
ირაკლი გეგეშიძემ წაყენებული ბრალის გამო, თანამდებობა მიმდინარე წლის
24 ნოემბერს დატოვა. ის გასული წლის 25 აპრილიდან
მიმდინარე წლის სექტემბრამდე პატიმრობაში იყოფებოდა.
გეგეშიძე წინასწარი პატიმრობიდან
230 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ
გაათავისუფლეს.
ყოფილ გამგებელს სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი
გზის სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვას და სამსახურეობრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ამავე თემაზე:
ბაღდათი-საკრაულას
გზა ციხისკენ (ვიდეო)
ბაღდათში
ელექტრონული ტენდერების გამოცხადება პარალიზებულია
ბაღდათის
გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა
ბაღდათის გამგებლის
მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს
ბაღდათის
გამგებლის ყოფილმა მოადგილემ საკუთარი თავი თანამდებობაზე
აღიდგინა
ბაღდათის ყოფილი გამგებელი 230 000 ლარის სანაცვლოდ
გათავისუფლდა
ბაღდათის გამგებელმა და მოადგილემ თანამდებობები
დატოვეს
მასალის გამოყენების პირობები