სამართალი
ავტომანქანის აირის ბალონიდან შსს–მ 2 კგ ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო
FaceBook
საბარგულში დამონტაჟებული აირის ბალონიდან 8 400 კაფსულა ამოიღეს, რომელიც 2 კილოგრამ და 520 გრამ პრეგაბალინს შეიცავს.

სასაზღვრო გამტარი პუნქტი "წითელი ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცავებმა დაკავებულის ავტომანქანის საბარგულის იატაკის ქვეშ მოწყობილი სპეციალური სამალავიდან და საბარგულში დამონტაჟებული აირის ბალონიდან 8 400 კაფსულა ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2 კილოგრამ და 520 გრამ ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინს შეიცავს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერების ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გატანას აპირებდა.

შსს–ს ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ,
პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
11:23 / 17.07.2024
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ, პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.