სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი
დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის სექტემბერში მალხაზ რ-მ, სარდარ
ა.-სთან წინასწარი შეთანხმებით დაამზადა და გაასაღა 300 ცალი ყალბი
100-ლარიანი კუპიურა. მანვე დაამზადა და მიმდინარე წლის 17 სექტემბერს
უკანონოდ გაასაღა 2000 ლარის ოდენობის ყალბი 50 და 100-ლარიანი
კუპიურები.
გამოძიების ინფორმაციით, მალხაზ რ-მ. ასევე 2016 წლის 22 სექტემბერს
უკანონოდ დაამზადა და გაასაღა 7000 ლარის ოდენობის ყალბი 50 ლარიანი
და 100-ლარიანი კუპიურები, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული
სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის
დამზადება-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2
ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები