ცენტრალური კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამმართველოს უფროსის,
გიორგი კაჭარავას საქმეს, თბილისის პროკურატურა გამოიძიებს.
დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მას მოდულის შენობაში
გადაიყვანენ.
გიორგი კაჭარავასთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.
ის, იმერეთის კრიმინალური პოლიციის დეტექტივ-გამომძიებელთან ერთად,
ქუთაისში 2016 წლის 14 სექტემბერს შსს-სა და სუს–ის
ერთობლივი
სპეცოპერაციის შედეგად
დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალების
შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ჯ.ჯ.-ს საქმეზე მოწმის სახით
დაბარებულ ბ.უ.-ს, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტიის
სანაცვლოდ გარკვეული რაოდენობის თანხა გამოსძალეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე
ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "გ"
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11–დან 15 წლის ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები