შინგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ერთი
პირი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 1975 წელს დაბადებულმა რ. გ.-მ ნარკოტიკული
საშუალება მოქალაქეს მიჰყიდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი
ბინის ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული 0,4773 გრ ჰეროინი და 7 აბი
"ტრამადოლი" ამოიღეს.
ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შედეგად მიღებული
თანხის ნაწილი.
შსს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და გამოძიება
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და
გასღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3
ნაწილით და მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).
მასალის გამოყენების პირობები