სამართალი
სასამართლო დავები ქუთაისის მერიის წინააღმდეგ (ინფოგრაფიკა)
FaceBook


ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში 64 სარჩელი შევიდა.







წაგებული საქმეებიდან მერიამ სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ ერთი გაასაჩივრა. დანარჩენზე სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ.


სასამართლო საქმეებს შორის ერთ–ერთი მერიასა და იმერეთის ყოფილ ვიცე-გუბერანტორს, ამჟამად პოლიტიკური პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელს, გოჩა თევდორაძეს შორის მიმდინარე დავაა.  ამ უკანასკნელის მხრიდან სამშენებლო–სანებართვო პირობების დარღვევის საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადაწყეტილებას თვის ბოლოს მიიღებს.

მხარეთა შორის მორიგებით დასრულდა მერიის ყოფილი თანამშრომლის,  სოსო გაბრიჭიძის გახმაურებული საქმეც. ის ააიპ "ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელის პოსტიდან გასულ წელს გაათავისუფლეს. გაბრიჭიძე სამსახურში დაბრუნებას არ ითხოვდა. მას განაცდური აუნაზღაურეს.

მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე განმარტავს, რომ სასამართლო დავებიდან უმრავლესობა უნებართვო და პროექტის გადახვევით მშენებლობას უკავშირდება. ასევე, რამდენიმე სარჩელი საცხოვრებელი ბინის პრივატიზებას და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას ეხება.

"პროცენტულად უფრო მეტი მოგებული საქმეა, ვიდრე წაგებული. მერიას წაგებული საქმეებით ზარალი არ მიდგომია. უნებართვო ან პროექტის დარღვევით მშენებლობის საქმეებზე არ ყოფილა შემთხვევა მერიას წაეგოს. ძალიან იშვიათად," - განმარტავს ირაკლი გიორგაძე.

თუმცა, საქმე, რომელიც მერიამ "თიბისი" ბანკთან პირველი ინსტანციის სასამართლოში წააგო, სწორედ სამშენებლო ნებართვის საკითხს შეეხებოდა. თვითმმართველობამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის" ქუთაისის ფილიალში მერიის მიერ წაგებულ სასამართლო დავებს არ იწონებენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი სანტურიანის განმარტებით, წაგებული საქმე ნიშნავს იმას, რომ სადავო გადაწყვტილებას პრობლემა ჰქონდა ან კანონიერების ან დასაბუთების კუთხით.

"არის შემთხვევები, როცა გარკვეული საკითხები მკაფიო საკანონმდებლო რეგულირებით არ ხასიათდება, რის გამოც მერია უარს ამბობს აქტების გამოცემაზე. მაგალითად, ბინის პრივატიზებისას განსაზღვრულია დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლის არსებობის შემთხვევაში ითვლება, რომ პირი კანონიერი მოსარგებლა. თუმცა, ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, რაც შემდგომში დავის საგანი ხდება სასამართლოში. განზოგადებით, წაგებული საქმე ნიშნავს იმას. რომ სადავო გადაწყვტილებას პრობლემა ჰქონდა ან კანონიერების ან დასაბუთების კუთხით", - ამბობს იურისტი.

რაც შეეხება წაგებული და მოგებული საქმეებით მიღებულ ზარალსა და შემოსავლებს, აღნიშნულ საკითხზე ქუთაისიპოსტი მერიას წერილობით ხვალ მიმართავს. დეტალურ ინფორმაციას პასუხების მიღებისთანავე მოგაწვდით.  

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ,
პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
11:23 / 17.07.2024
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ, პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.