ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში 23 წლის მომხდარი მკვლელობის საქმეზე წარმოება შეწყვიტა
FaceBook
საქმე ეხება, ბიჭიკო ლაღუნდარიძის მკვლელობას, რომელიც 23 წლის წინ ჭიათურაში, გარდაცვლილის სახლთან მოხდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში 23 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმის წარმოება შეწყვიტა.  

მოსამართლე მაკა გორგოძემ
საქმის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება დანაშაულის გადაკვალიფიცირების საფუძველზე მიიღო. საქმე, რომელიც ამ დრომდე აღძრული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზარახ მკველობა), მოსამართლემ 116-ე მუხლით გადააკვალიფიცირა, რაც გაუფრთხილებლობით მკვლელობას ითვალიწინებს.

საქმე ეხება, ბიჭიკო ლაღუნდარიძის მკვლელობას, რომელიც 23 წლის წინ ჭიათურაში, გარდაცვლილის სახლთან მოხდა.

იმერეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის, დავით სიმონიას განმარტებით, მოსამართლე მაკა გორგოძის დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

"ნამდვილად არ ველოდით, ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, თუ რის საფუძველზე გადააკვალიფიცირა საქმე მოსამართლემ. როგორც გვითხრეს, ორ კვირაში მოგვაწოდებენ საბოლოო განაჩენს, სადაც ჩაწერილი იქნება თუ რის საფუძველზე შეწყდა საქალაქოში საქმის წარმოება", - ამბობს პროკურორი, დავით სიმონის.

გარდაცვლილი ბიჭიკო ლაღუნდარიძის და, ცელინა ლაღუნდარიძე საქმის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელებას გეგმავს. ცელინა ლაღუნდარიძის თქმით, ძმის მკვლელი მისივე მეზობელია.

"ადგილი ჰქონდა განზარახ მკველელობას, რომელსაც ჩემივე ძმისშვილი და ერთი მეზობელი შეესწრო. არ ვიცი რა მიზეზით მოკლა. თუმცა, ცხადია, რომ მკვლელობა განზრახ მოხდა", – ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ცელინა ლაღუნდარიძე.

გარდაცვლილის ოჯახმა სასამართლოს 1993 წელსვე მიმართა. თუმცა, როგორც ლაღუნდარიძე ამბობს, მაშინ საქმის წარმოება შეგნებულად შეწყვიტეს. თავად, ეჭვიმატანილი ბადრი ბ. კი იმ დროისათვის ჭიათურიდან დროებით წავიდა.

ბიჭიკო ლაღუნდარიძის მკვლევლობის საქმის წარმოება ოჯახმა მას შემდეგ გააახლა, რაც მკვლელობაში ბრალდებული ჭიათურაში საცხოვრებლად რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა და ოჯახის წევრების განცხადებით, ლაღუნდარიძეების შევიწროება დაიწყო.

ლაღუნდარიძეს სააპელაციო სასამართლოში საქმის გასაჩირებისთვის ერთთვიანი ვადა აქვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.