საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტმა" USAID-ის კანონის უზენაესობის
პროგრამის მხარდაჭერით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
მოსწავლე-ახალგაზარდებისთვის ტური მოაწყო.
ქუთაისის #23 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის საქალაქო
სასამართლოს ეზოში
მოსწავლეები საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის
მოლოდინში
ტურში მონაწილე მოსწავლეები სასამართლოს მოსაცდელში
ტურში მონაწილეობა ქუთაისის #23 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო
საფეხურის 23-მა მოსწავლემ და ორმა პედაგოგმა, შორენა ტყემალაძემ და
ნანა ბიბიჩაძემ, მიიღო.
მათ უშუალოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ
მარგველაშვილმა უმასპინძლა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ნიკოლოზ
მარგველაშვილი
სასამართლოს თავმჯდომარე მოსწავლეებს ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოსთვის განკუთვნილ დარბაზში შეხვდა
თავმჯდომარემ თავდაპირველად სასამართლო სისტემაში ქუთაისის საქალაქო
სასამართლოს როლი და სტატუსი გააცნო მოსწავლეებს და აღნიშნა, რომ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო გაერთიანებული სასამართლოს სტატუსით
სარგებლობს. მასთან ტყიბულის, ბაღდათის და წყალტუბოს რაიონული
სასამართლოებია გაერთიანებული.
შენობაში განთავსებულია 7 დარბაზი: 3 სისხლის სამართლის
საქმეებისთვის, 3 კი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა
განსახილველად, ხოლო ერთი სპეციალიზებული დარბაზი გათვალისწინებულია
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის.
სწორედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის განკუთვნილ დარბაზში შეხვდა
ნიკოლოზ მარგველაშვილი მოსწავლეებს და ბევრი კითხვაც ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოს გარშემო გაჩნდა.
მოსამართლემ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის არსებობა
და ახსნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მუშაობის პრინციპი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ბავშვებს ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობაზე ესაუბრა
ტურის მონაწილე #23 სკოლის მოსწავლეები
ტურის მონაწილე მოსწავლეები
ბავშვების კითხვების საპასუხოდ სასამართლოს თავმჯდომარემ ახსნა, რომ
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ განიხილავს ყველა ტიპის დანაშაულს. ის
მხოლოდ მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე მოქმედებს.
ნიკოლოზ მარგველაშვილის განმარტებით, ამ ტიპის სასამართლოში საქმის
განხილვა არჩევადია და სურვილს დაცვის მხარე აფიქსირებს. ამასთან
ნაფიცი მსაჯულობა ყველას არ შეუძლია. კანონით განისაზღვრება იმ
ადამიანთა ვინაობაც, რომლებიც არ შეიძლება, იყვნენ ნაფიცი მსაჯულები.
მაგალითად, ესენია: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;
ადვოკატი; პროკურორი;ძლოვანის ტრუქტურების წამოამდგენლები, ასევე
სასულიერო პირები, ფსიქოლოგები და სხვა.
ნაფიცი მსაჯულებისთვის განკუთვნილი სივრცე
მოსამართლესთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში
გაგრძელდა
კითხვები სასამართლოს თავმჯდომარეს
ნიკოლოზ მარგველაშვილმა ბავშვებს გააცნო კითხვარი, რომლებიც ნაფიცი
მსაჯულობის კანდიდატებს ეგზავნებათ.
ნიკოლოზ მარგველაშვილი მოსწავლეების კითხვებს პასუხობს
ბავშვებმა გამორჩეული დამოკიდებულება გამოხატეს მოსამართლის
პროფესიისა და მისი როლის მიმართ სამართლებრივ სახელმწიფოში. ისინი
ასევე დაინტერესდნენ, რამდენად რთულია გზა, რომელსაც მოსამართლეობის
მსურველი გადის.
ტურის მონაწილე მოსწავლეები
ტურის მონაწილე მოსწავლეები
სასამართლოს თავმჯდომარემ გააცნო კანონი მოსამართლეთა დანიშვნის წესის
შესახებ, რომლის თანახმად "მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს)
საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს
უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით,
სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო
ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა,
გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და
შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში".
ნიკოლოზ მარგველაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო
სასამართლოს 9 მოსამართლე ჰყავს და თითოეულს რამდენიმე ასეული საქმე
აქვს მოკლე დროში განსახილველი.
სასამართლოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ მოსამართლეობა დიდი
პასუხისმგებლობაა.
,,მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ
კონსტიტუციას და კანონს, "- აღნიშნა მან.
ბავშვებმა მოსამართლეს ისიც ჰკითხეს ოდესმე უნანია თუ არა მიღებული
გადაწყვეტილება. რაზეც თავმჯდომარემ უპასუხა რომ -არა.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მოსწავლეებს მოსამართლის
პროფესიის სპეციფიკაზე ესაუბრა
სასამართლოს თავმჯდომარე ნიკოლოზ მარგველაშვილი და საქალაქო
სასამართლოს მენეჯერი ანა ადამია
სასამართლოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საზოგადოებაში სამართლის
კულტურის არსებობის მნიშვნელობას. მისი თქმით, როდესაც მოქალაქეს
საქმე სამართლებრივ დოკუმენტთან აქვს, აუცილებელია მისი სრულფასოვნად
გაცნობა და გააზრება, იურისტთან კონსულტაცია და არავითარ შემთხვევაში
ბრმად ხელმოწერა.
"აუცილებელია კარგად გაეცნოთ იმ დოკუმენტს რასაც ხელს აწერთ, რა
ვალდებულებასაც იღებ ყურადღებით წაკითხვა და კარგად გააზრება
სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ.
ყველაფერი შენს საწინააღმდეგოდ წარმართოს. აუცილებელია კონსულტაცია
იურისტთან", - აღნიშნა მოსამართლემ.
ტურში მონაწილე მოსწავლეები
ბავშვები ტურის ფარგლებში ეწვივნენ მედიაციის კაბინეტს, სადაც აუხსნეს
რას წარმოადგენს მედიაციის ინსტიტუტი და რა როლი ენიჭება მას
სასამართლო სისტემაში.
მედიაციის ცენტრი
"მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდია, რომლის
საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს
დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას.
თავად მედიატორი ნეიტრალური პირია, რომელიც მხარეებს ეხმარება მათი
ინტერესების გამოვლენასა და სადავო საკითხზე შეთანხმების მიღწევაში.
ამასთან, მედიატორი ხელს უწყობს მხარეთა შორის კონსტრუქციულ
კომუნიკაციას და უზრუნველყოფს შეთანხმების მისაღწევად საჭირო
გარემოს", - აღნიშნა სასამართლოს მენეჯერმა ანა ადამიამ.
მედიაციის ცენტრის შემდეგ ბავშვებმა დაათვალიერეს დარბაზი განკუთვნილი
სისხლის სამართლის პროცესებისთვის.
სისხლის სამართლის საქმეებისთვის განკუთვნილი
დარბაზი
ტურში მონაწილე მოსწავლეები
ტურის ბოლოს ნიკოლოზ მარგველაშვილმა ბავშვებს სასამართლო პროცესზე
დასწრება შესთავაზა.
პროცესი, რომელსაც ბავშვები დაესწრნენ სისხლის სამართლის საქმეს
ეხებოდა, კერძოდ, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას.
ბავშვებს საშუალება მიეცათ სასამართლო პროცესის მსვლელობისას
დაკვირვებოდნენ როგორ უყენებს პროკურორი ბრალდებას განსასჯელს. რას
პასუხობს ბრალდებული, როგორ მუშაობს მოსამართლე, როგორ უსმენს ორივე
მხარეს და იღებს გადაწყვეტილებას.
ეს გამოცდილება განაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
რამდენიმე ბავშვმა ისიც აღნიშნა, რომ მომავალი პროფესიის განსაზღვარში
შეიძლება გამორჩეული მნიშვნელობა შეიძინოს ამ დღემ.
ტურში მონაწილე მასწავლებლებმა შორენა ტყემალაძემ და ნანა ბიბიჩაძემ
ტურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"ამ პრაქტიკულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო საინტერესო და პროდუქტიული
გახადა მოქალაქეობის საგანი, რასაც სკოლაში გადიან".
საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტი" USAID-ის კანონის უზენაესობის
პროგრამის მხარდაჭერით მოსწავლე ახალგარდებისთვის კიდევ 3 ტური მოაწყო
ქუთაისის სააპელაციო, ზასტაფონისა და სამტრედიის რაიონულ
სასამართლოებში.
სტატია მომზადდა “ქუთაისიპოსტის” მიერ USAID სამართლის უზენაესობის
პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის
მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქუთაისიპოსტი” და მასში
გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები
საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.
The article was prepared by the Kutaisipost.ge with the support of
the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency
for International Development (USAID) through the East-West
Management Institute (EWMI).
The views expressed in this article are the sole responsibility of
the author and do not necessarily reflect the views of USAID and
EWMI.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები