ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სკოლების მოსწავლეებისთვის ტური მოეწყო (ვიდეო)
13:28 / 15.11.2023
"ქუთაისიპოსტი", USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით,
აგრძელებს ტურს სასამართლოებში, რაც ახალგაზრდა თაობისთვის სასამართლო
სისტემის შესახებ ცოდნის გაღრმავებას და ცნობიერების ამაღლებას
ისახავს მიზნად.
მომდევნო ტური ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შენობაში მოეწყო.
ტურის ფარგლებში, ზესტაფონის #1 საჯარო სკოლისა და „ზესტაფონის
მომავლის სკოლის“ მოსწავლეები უწყების მუშაობის პრინციპებს გაეცვნენ
და შენობის ისტორია მოისმინეს.
ზესტაფონის სასამართლოსთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე
მოსწავლეებს სასამართლოს მენეჯერი ნინო გელაშვილი ესაუბრა. მან
მოზარდებს დეტალურად გააცნო საქმეთა განხილვის წესები,
დაათვალიერებინა სისხლისა და სამოქალაქო საქმეთა განხილვის
სხდომათა დარბაზები, განუმარტა, როგორ და რა გარემოში მიმდინარეობს
დავების განხილვა და როგორია პროცედურები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, სასამართლოში, ერთი
დღით, სხვადასხვა როლიც მოერგოთ.
საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისიპოსტი” USAID-ის კანონის უზენაესობის
პროგრამის მხარდაჭერით მოსწავლე ახალგარდებისთვის მომავალში კიდევ 2
ტურს მოაწყობს იმერეთის საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოებში.
ვიდეო მომზადდა "ქუთაისიპოსტის" მიერ USAID სამართლის უზენაესობის
პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის
მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
ვიდეოს შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "ქუთაისიპოსტი" და მასში
გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები
საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.
The video was prepared by the Kutaisipost.ge with the support of
the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency
for International Development (USAID) through the East-West
Management Institute (EWMI).
The views expressed in this video are the sole responsibility of
the author and do not necessarily reflect the views of USAID and
EWMI.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები