საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისიპოსტმა” USAID-ის კანონის უზენაესობის
პროგრამის მხარდაჭერით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
მოსწავლე-ახალგაზარდებისთვის ტური მოაწყო.
ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის 25-მდე მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცა
გაცნობოდა სასამართლოს მუშაობის პრინციპებს და შენობის ისტორიას.
მედიაორგანიზაციის მიმდინარე პროექტის “გამჭვირვალე სასამართლო
სისტემა მოქალაქეთა ნდობის ამაღლებისა და დემოკრატიული განვითარების
ხელშესაწყობად” ფარგლებში სააპელაციო სასამართლოში მოწყობილი ტური
ახალგაზრდა თაობისთვის სასამართლო სისტემის შესახებ ცოდნის
გაღრმავებას და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ტურს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე, არჩილ
გლუნჩაძე უძღვებოდა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს დეტალურად გააცნო
საქმეთა განხილვის წესები, შენობის ისტორია, დაათვალიერებინა როგორც
სისხლის, ასევე, სამოქალაქო საქმეთა განხილვის სხდომათა დარბაზები,
განუმარტა მათ თუ როგორ და რა გარემოში მიმდინარებს დავების განხილვა
და როგორია პროცედურები.
“მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან მიხარია ეს კომუნიკაცია და
მივესალმები. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, შეიძლება ვინმეს გაგიჩნდეთ
სურვული ამ სფეროში იპოვოთ თქვენი თავი,” - უთხრა მოსწავლეებს
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწემ, არჩილ
გლუნჩაძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოწყობილი ტურის მსვლელობის დროს,
სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქოდათ მოერგოთ სხვადასხვა როლიც,
რაც მათთვის ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
მოსწავლე-ახალგაზრდებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი აღნიშნულ
აქტივობაში მათი მონაწილეობის მნიშვნელობას.
“ძალიან საინტერესო იყო სააპელაციო სასამართლოს დათვალიერება,
გაცნობა. ვიმედოვნებ, კიდევ განმეორდება ასეთი პროექტები, რომ მივიღოთ
მონაწილეობა,” - ამბოს ქუთაისის მე-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა
ცირეკიძე.
“ძალიან ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ ამ შენობის შესახებ და მოხარული
ვარ, რომ აქ მოვედი,” - ამბობს მოსწავლე ლიზა დოღონაძე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოწყობილი ტურის განსაკუთრებულ
მნიშვნელობაზე ისაუბრეს პედაგოგეგმაც. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ
აღნიშული აქტივობა არის ერთგვარი პრაქტიკა სკოლაში ნასწვალი საკუთარი
თვალით იხილონ, ასევე, შესაძლოა, მოწყობილმა ტურმა ახალგაზრდების
პროფესიული მომავლის ბედი განსაზღვროს.
“ჩვენს ბავშვებთან ერთად ვიმყოფებოდი სააპელაციო სასამართლოს
შენობაში. მე, როგორც დამრიგებელი, პროფესიული განვითარების კუთხით
ბავშვებს ვაცნობ ხოლმე სხვადასხვა პროფესიებს და დღევანდელი დღე
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. პირველად იყვნენ აქ. მოიხიბლნენ
ამ შენობით და შესაძლებელია, დღევანდელმა დღემ გადაწყვიტოს რომელიმე
ბავშვის მომავალი,” - ამბობს მე-2 საჯარო სკოლის პედაგოდი ნინო
დათაშვილი.
“სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ხშირად ვსაუბრობთ ხელისუფლების
მესამე შტოზე, სასამართლო ხელისუფლების შესახებ და თეორიულად ნასწავლი
მასალის პრაქტიკულად განხორციელება შეძლეს და მოახერხეს დღეს
ბავშვებმა,” - აღნიშნა მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინო
თევდორაძემ.
საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისიპოსტი” USAID-ის კანონის უზენაესობის
პროგრამის მხარდაჭერით მოსწავლე ახალგარდებისთვის მომავალში კიდევ 3
ტურს მოაწყობს იმერეთის საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოებში.
მასალის გამოყენების პირობები