ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე ძარცვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი
დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი
თორნიკე კ. ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის
სადარბაზოში ქალბატონს ხელჩანთა, მობილური ტელეფონი, ბეჭედი გასტაცა
და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბრალდებული იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე
განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების
შედეგად, თორნიკე კ. იმავე დღეს ქალაქ ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის
გამზირზე დააკავეს. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთები
ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ძარცვის
ფაქტზე მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები