საჩხერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დანაშულის საერთო რაოდენობა
მიმდინარე წელს 63 შეადგენს.
მონაცემები რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ ქუთაისიპოსტს შს
სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა მიაწოდა.
სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საჩხერეში მომხდარი დანაშაულის
შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე
პერიოდს მოიცავს.
ამ პერიოდში აღრიცხული 63 შემთხვევიდან გახსნილია 59.
რაც შეეხება გასულ წელს, შსს მონაცემების მიხედვით რეგისტრირებულია
140 დანაშაული, საიდანაც გახსნილია 138 შემთხვევა.
გასულ წელს საჩხერის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი რაოდენობით
თაღლითობის დანაშაულია ჩადენილი. მეორე ადგილზეა ყალბი დოკუმენტების
დამზადებაა (38 ფაქტი). ასევე, გამოვლენილია ოჯახური ძალადობის 4
შემთხვევა.
საჩხერის მუნიციპალიტეტში ოჯახური ძალადობის გაზრდილი ოდენობა
ფიქსირდება მიმდინარე წელს (13 ფაქტი), რაც რეგისტრირებულ დანაშაულტა
მონაცემების მიხედვიტ პირველ ადგილზეა. ხოლო მეორე ადგილზე
ნარკოტიკული დანაშაული დგას.
მასალის გამოყენების პირობები