ქუთაისში, 30 წლის ქალის
მკვლელობაში ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი
პატიმრობა შეუფარდა.
სხდომას
ესწრებოდა თავად ბრალდებული.
გადაწყვეტილებას დაეთანხმა დაცვის
მხარეც. დაკავებულის ადვოკატის ესმა ნორაკიას თქმით, მისი დაცვის
ქვეშ მყოფი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და მას
სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, თუმცა, შესაძლებელია თუ არა, რომ
დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზა, ადვოკატი ამაზე არ
საუბრობს.
"მას ძალიან უჭირდა, მაგრამ მაინც შეძლო და
ბოლომდე დაესწრო პროცესს. ის იმყოფება მძიმე ფსიქოლოგიურ
მდგომარეობაში და ესაჭიროება სამედიცინო დახმარება. რაც შეეხება
მისთვის პატიმრობის შეფარდებას, ჩვენ ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის
თვალსაზრისით არ შევეწინააღმდეგეთ ბრალდებას", - ამბობს
ადვოკატი.
რაც შეეხება
ბრალდების მხარეს, პროკურორ დავით სიმონიას თქმით, ბრალდებული თავის
ჩვენებაში დანაშაულს აღიარებს. მისი თქმით, ამ და სხვა
მტკიცებულებების საფუძველზე მას პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, კონკრეტულ
მტკიცებულებებზე პროკურორს არ უსაუბრია.
ბრალდებულის პროცესის პარალელურად, დღესვე ქუთაისის
საქალაქო სასამართლოში იმ ორი პირის საქმის განხილვაც გაიმართება,
რომლებიც ამავე საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან
დაკავებული.
ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის 45
წლის ბ. კ. სამართალდამცველებმა 18 ივლისს, ცხელ კვალზე დააკავეს.
დაკავებულს ბრალად ედება მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით.
საქმეზე თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე
მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ბრალდებულის ადვოკატი
ამბობს, მუხლი დამძიმდა და ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ
ქვეპუნქტით შეიცვალა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ
გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენას
გულისხმობს.
30 წლის ქალი
18 ივლისს. საცხოვრებელ
სახლში მოკლეს, მას
20-მდე სასიკვდილო ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. მეზობლების
თქმით, ის შველას ითხოვდა, თუმცა,
რეაგირება დაგვიანდა.
ამავე
თემაზე:
ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებას
სასამართლო დღეს შეუფარდებს
ქუთაისში, ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა
ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი
დააკავეს
პოლიციამ ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი
დააკავა
"რეაგირება დავაგვიანეთ" - რას ყვებიან ქუთაისში მოკლული ქალის
მეზობლები
ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ქალი გარდაცვლილი
იპოვეს
მასალის გამოყენების პირობები