"სასამრთლო კვლავ ნაკლებად იყენებს საპატიმრო ღონისძიებებს და სხვა აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას მიმართავს."
ბრალდებულთა რაოდენობა, რომელთა მიმართ პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, 60%-დან 55%-მდეა შემცირებული, ხოლო აღკვეთის ღონისძილების სახით პატიმრობის შეფარდება 37%-დან 42%-მდე გაზრდილია. ასეთია ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის მე-7 საანგარიშო მონიტორინგის შედეგები, რომელიც 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის იავნრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
აღნიშნულ პერიოდში საიამ სისხლის სამართლის პროცესების 1101 სასამართლო პროცესის მონიტორინგი საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განახორციელა. მათ შორის ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების პრიცესებიც მოხვდა.
"ზოგადი ტენდენტია არ შეცვლილა. მაგალითად, გაგამართლებელი განაჩენი არ დაფიქსირებულა. სასამრთლო კვლავ ნაკლებად იყენებს საპატიმრო ღონისძიებებს და სხვა აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას მიმართავს. თუმცა, მონიტორინგმა აჩვენა, რომ მთლიანობაში დადებითი დენტენციაა, რაც ვფიქრობთ შემდგომშიც შენარჩუნდება," - განაცხადა ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ, გიორგი სანტურიანმა.
მე-7 საანგარიშო მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საპროცესო შეთანხმებები, სადაც ჯარიმა იქნა გამოყენებული 2012 წლის (ივლისი-დეკემბერი) მონაცემებთან შედარებით, 68%-დან 41%-მდე შემცირდა. შესაბამისად, შემცირებულია ჯარიმების საშუალო რაოდენობაც. თუ 2012 წლის მონიტორინგის მიხედვით, საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმების საშუალო რაოდენობა 9 115 ლარს შეადგენდა. ბოლო მონიტორინგის შედეგებით კი, აღნიშნული მონაცემი 3 538 ლარია.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები