ადვოკატი ლედი ტუკვაძის მიმართ მუქარის შემცველი სმს-ების გაგზავნის
ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
უფლებადამცველმა მედიისთვის ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ
მისთვის ცნობილია იმ ადამიანის
ვინაობა, რომლებიც მას შეტყობინებებს აგზავნიან.
ტუკვაძე გამოძიებას ელოდება, რომ ზუსტად დადგინდეს თუ ვინ დგას ამ
ადამიანის უკან. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მის მიმართ დაწყებული
ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა ყოფილი ცოლის ძალადობაში ბალდებული გ.ბ
-ის ს საქმეს უკავშირდება.
"ყალბი ფეისბუქ ექაუნთებით მიზანმიმართულად ვრცელდება
ღირსებისშემლახავი ინფორმაციები სოციალურ ქსელში. გარდა მუქარის
შემცველი წერილებისა, რომ მე ვიცავ მოძალადეს, რომ ყველას ჩაგვსვამენ
ციხეში ვინც გ. ბ-ეს იცავს. ასევე მომდის სარიტუალო ხასიათის მუსიკა.
ამ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და მაქვს ეჭვი, რომ მას
კონკრეტული ადამიანები მართავენ", - ამბობს გ. ბ- ის ადვოკატი ლედი
ტუკვაძე.
დ. გ-იანი მის ყოფილ მეუღლეს ძალადობაში
ადანაშაულებდა, რის გამოც ქუთაისის საქალაქო
სასამარლოში პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდებულს 3 000 ლარიანი გირაო
შეუფარდა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში
გაასაჩივრეს, სადაც სააპელაციომ პატიმრობა შეუფარდა.
ამავე თემაზე:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში
ბრალდებულის საქმეს განიხილავს
ქუთაისის
სააპელაციო სასამართლო ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის საქმეს
განიხილავს
მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულმა თვითმკვლელობა
სცადა
მასალის გამოყენების პირობები