შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დანაშაულის
სტატისტიკა
პირველად გამოაქვეყნა.
სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს ჩადენილი
დანაშაულის რაოდენობა 11%-ითაა გაზრდილი.
სტატისტიკამ მოიმატა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებების,
საკუთების, გარემოს დაცვის, მმართველობის წესისა და სასამართლოს
გადაწყვეტილებების აღსრულების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.
კლების ტენდენტია კი შეინიშნება შემდეგ დანაშაულებზე: სატრანსპოტო და
ნაკროტიკული დანაშაული და საზოგადობრივი წესრიგის დარღვევა.
ჯამში, 2017 წელს 37 944 დანაშაულია რეგისტრირებული. მათგან გახსნილია
53.2%. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ნაკლებია 2016 წლის ამავე
მონაცემებზე. 2016 წელს ჩადენილ დანაშაულთა 57.4% გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები