ქუთაისის მერია, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იუსრისტთა
ასოციაციის"
კვლევას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, 2012-2017
წლებში ქუთაისის მერიას 8 გათავისუფლებული თანამშრომლის
თანამდებობებზე აღდგენა დაევალა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მერიას არ გააჩნია არც
ერთი მიმიდნარე დავა, რომელიც შრომითი ხლეშეკრულების საფუძველზე არის
დაწყებული.
მერიის იურიდიულ სამსახურში აცხადებენ, რომ "საიას" მიერ შესწავლილ
წლებში სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება
აღსრულებულია.
"გადაწყვეტილებები მოცემულ დავებთან დაკავშირებით აღსრულებულია.
შესაბამისად, ქუთაისის მერიის მიერ მოხდა თანამშრომელთა ნაწილის
აღდგენა იგივე ან ტოლფასს თანამდებობაზე. აღდგენილ პირთა ნაწილი ამ
დროისათვის მუშაობს შესაბამის პოზიციებზე, ხოლო ნაწილმა საკუთარი
ნებით დატოვა თანამდებობა. დღეის მდგომარეობით მერიას არ გააჩნია
შრომითი დავების საფუძველზე შეუსრულებელი ვალდებულება ,"-აცხადებენ
ქუთაისის მერიის იურიდიულ სამსახურში.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის
მიხედვით, რომელიც საქართველოს მასშტაბით საჯარო დაწესებულებების
თანამშრომელებთან წარმოებულ დავებს ეხება, ბოლო 5 წლის განმავლობაში
წარმოება მხოლოდ 153 საქმეზე დასრულდა, ხოლო 166 საქმე კვლავ
მიმდინარეობს სხვადასხვა ინსტანციაში.
მასალის გამოყენების პირობები