"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) 2 ოქტომბერს არჩევნებზე
სადამკვირვებლო მისიის პირველადი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტი 29 აგვისტო-25 სექტემბრის
პერიოდს მოიცავს.
"ჯერჯერობით, იდეებისა და პოლიტიკის გარშემო დებატები და არსებითი
განხილვები მცირეა. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შემოწირულობების
95 პროცენტი მიიღო და ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. "ქართული
ოცნება" მედიაშიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, მათ შორის -
სამთავრობო პროექტებისა და მიღწევების გაშუქების გზით.
ამის საპირისპიროდ, ოპოზიციური პარტიები რესურსების სერიოზულ
ნაკლებობაზე საუბრობენ, რაც მათ კარდაკარის კამპანიის გარდა სხვა
ტიპის ღონისძიებების ჩატარებაში ხელს უშლის. ოპოზიცია აცხადებს, რომ
სახსრების და რესურსების ასეთი უთანასწორო განაწილება ჯანსაღ შეჯიბრს
შეუძლებელს ხდის. პარტიები და კანდიდატები ან ძალიან თავდაჯერებულნი
არიან, ან შეგუებულნი გარკვეულ შედეგს" , -
ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს,
ძირითადად, წყნარ და მშვიდობიან პირობებში უახლოვდება. პოლიტიკური
გარემო პლურალიზმით ხასიათდება და ამომრჩევლებს მრავალფეროვანი
არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ. ცენტრალური საარჩევნო კომისია
(ცესკო) არჩევნებისთვის მზადების პროცესშია, სამოქალაქო საზოგადოება
კი აქტიურ სადამკვირვებლო ღონისძიებებს აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები