"ძალიან სასიამოვნო გრძნობაა როდესაც იმყოფები მართლაც საქართველოს
ციხე სიმაგრეში, ჩრდილოეთის კარიბჭეში, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი
სიამაყე და ყოველთვის იყო დამცავი საქართველოსი,
აქ განსაკუთრებულად გმირული სულის ხალხი ცხოვრობს და მე მეამაყება რომ
დღეს თქვენთან ვართ", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა სტეფანწმინდაში შეკრებილ მოსახლეობას.
გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის
გაერთიანებული მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი
წარუდგინა:
"წარმოგიდგენთ ერთ-ერთ გამოცდილ პარლამენტარს, ახალგაზრდა, თუმცა
გამოცდილ კაცს, და რაც მთავარია, ამ მხრის შვილს, ზაქარია ქუცნაშვილს,
რომელსაც თქვენი ყველა ტკივილი სტკივა და თქვენი პერსპექტივა საკუთარ
პერსპექტივად მიაჩნია, ეს არის ზაქარია ქუცნაშვილი. მხარს ვუჭერ მას",
- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას უკვე განხორციელებულ და
დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. "2020 წლის განმავლობაში
უნდა დასრულდეს საქართველოს მთავარი სატრანზიტო მაგისტრალები,
აუცილებლად უნდა გაკეთდეს ახალი პროექტი მცხეთა ვლადიკავკაზის
ავტობანის, ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის რომ
ლარსიდან მცხეთამდე და ალბათ აქ საჭირო იქნება თანამშრომლობა ჩვენს
მეზობელთანაც, ეს საინჟინრო გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული, იქნება
უფრო ფართო გზა ვიდრე დღეს არის თუ იქნება 4 ზოლიანი გზა, თუ ამის
საშუალებას მოგვცემს საინჟინრო გადაწყვეტა ალბათ უნდა გაფართოვდეს და
ნამდვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტობანი
გაკეთდეს.
ეს ძირეულ ცვლილებებს შეიტანს რა თქმა უნდა სტეფანწმინდის
განვითარებაში და რა თქმა უნდა ეს იქნება მნიშვნელოვანი წინ
გადადგმული ნაბიჯი იმ კუთხითაც რომ გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი
შეიქმნება აქ. ეს იქნება უმნშვნელოვანესი ნაბიჯი იმისთვის რომ
სატრანზიტო პოტენციალი განვითარდეს, და რა თქმა უნდა ამასთან ერთად
ტურისტული პოტენციალიც. ეს არის ალბათ მსოფლის ერთ ერთი ულამაზესი
კუთხე ყველანაირი გადაჭარბების გარეშე.
ამას გარდა ჩვენ ვგეგმავთ რომ კობიდან გუდაურამდე ეს ჩრდილოეთის
ფერდობი განვავითაროთ რაც თავისთავად სტეფანწმინდას უკვე გადააქცევს
როგორც ზამთრის კურორტს, და ნებისმიერი საოჯახო სასტუმრო რომელიც დღეს
არის სტეფანწმინდაში დაიტვირთება უკვე არა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში
არამედ ზამთრის პერიოდშიც, ვინაიდან აქედან დაინიშნება რეგულარული
ტრანსპორტი კობის მიმართულებით საიდანაც უკვე გუდაურის კურორტზე
შესაძლებელი იქნება დასვენება და რა თქმა უნდა შემდეგ ისევ დაშვება და
სტეფანწმინდაში ღამის გათევა.
ამიტომ ყველაფერი ის რასაც ჩვენ გეუბნებით არ არის აბსტრაქტული
გეგმები, ეს არის ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, 2017 წელს ჩვენ უკვე
დავიწყებთ ამ გეგმების განხორციელებას, გზის პროექტირება უკვე
დაწყებულია, კობის მიმართულებით ვმუშაობთ საფრანგეთის კომპანიებთან
რათა მათთან ერთად მოხდეს რესურსის მოზიდვა და ამ საბაგირო ზოლის
აშენება. ეს ყველაფერი იქნება უმნიშვნელოვანესი მაგრამ რაც ყველაზე
მთავარია ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა."- განაცხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
"ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის,
რომ სამხედრო გართულებების საფრთხე თავიდან ავიცილეთ", - როგორც
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 4 წლის მანძილზე საქართველოს
დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი
ჰქონდა. "რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა,
სტაბილურობა. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ოთხი წელი ისე
გავიარეთ, რომ ერთი მხრივ, გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი დასავლეთთან
საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და მეორე მხრივ, ჩრდილოელ მეზობელთან
პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო
გართულებების საფრთხე ავიცილეთ თავიდან.
ჩვენ მომავალში აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები ვითარების,
ურთიერთობის ნორმალიზიციისთვის, რა თქმა უნდა, არა საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე. ეს იქნება ძალიან
მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამ რეგიონში, სადაც ვიმყოფებით გაცილებით
მდგრადი, გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა იყოს და თქვენ
დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება, საქმიანობა, თქვენი შემოსავლები იყოს
გაცილებით მაღალი, ვიდრე დღეს არის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი",
- განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთის კანონის ავტორებს და
აღნიშნა, რომ კანონის სამივე ავტორი ამ რეგიონის წარმომადგენელია და
ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის რომ ეს კანონი დაწყებულიყო და ბოლოში
გასულიყო. ზაქარია ქუცნაშვილმა მთავრობის მეთაურს ნდობის
გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. მაჟორიტარი დეპუტატობის
წარდგენას ესწრებოდნენ კახა კალაძე ირაკლი ტრიპოლსკი მირიან წიკლარი
და დიმიტრი ხუნდაძე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები