პოლიტიკა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხმა 1528-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა
FaceBook
1528 ამომრჩევლის ხმა და 4 საჩივარი - 15:00 საათისთვის ასეთი მონაცემები ფიქსირდება სოფელ წყალტუბოში მიმდინარე შუალედურ არჩევნებზე. რაც წყალტუბოს თემის საერთო ამომრჩევლის 44 %-ია.  

58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ნიჟარაძის ინფორმაციით საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩვენების" და "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლებმა შეადგინეს.

ნიჟარაძის განმარტებით, საჩივრები, რომელთა განხილვა არჩევნების დასრულების შემდეგ მოხდება, საარჩევნო საკონტროლო ფურცელს და გადასატან ყუთს შეეხება.

სოფელ წყალტუბოს თემში სულ 3481 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

სოფლების წყალტუბოს, ჩუნეშის, ქვილიშორისა და წყალტუბოს მცხოვრებლებმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს ბუხუტი ფირცხალავა იყრის, "თავისუფალი დემოკრატებიდან" ვანო როყვა, ხოლო "ქართული ოცნებიდან" - მურად ზაქარიაძე.

წყალტუბოს საკრებულოში სულ 32 დეპუტატია, აქედან მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 17 წევრს აქვს. ამომრჩევლები დღეს სოფელ წყალტუბოს თემის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ წევრს, ილია აფხაძეს, რომელმაც წყალტუბოს თემის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მიიღო, ავადმყოფობის გამო, 2015 წლის 9 ოქტომბრიდან უფლებამოსილება, ვადაზე ადრე შეუწყდა. მოგვიანებით კი, გარდაიცვალა.

სოფელ წყალტუბოს თემის გარდა, 22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის (გლდანი), გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარ­ის თემები); კასპის (მეტეხის თემი); ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მიმდინარეობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:31 / 26.11.2024
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის არჩევის თარიღად 14 დეკემბერი დაასახელა, ინაუგურაციას კი 29 დეკემბერს გეგმავს.
26 ნოემბერს,
11:22 / 26.11.2024
26 ნოემბერს, "ქართული ოცნების" 89 დეპუტატი ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის თარიღზე იმსჯელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.