26 ნოემბერს, "ქართული ოცნების" 89 დეპუტატი ქვეყნის
პრეზიდენტის არჩევის თარიღზე იმსჯელებს.
"ქართული ოცნება" პარლამენტში დღესაც მარტო, ოპოზიციის გარეშე
იქნება.
ქვეყნის ისტორიაში, პრეზიდენტს სამასწევრიანი კოლეგია აირჩევს.
კოლეგია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების
შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება. ჯერჯერობით უცნობია ვის
დაასახელებს "ქართული ოცნება" პრეზიდენტობის კანდიდატად.
დღესვე დაიწყება სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო განხილვები.
საბოლოოდ, "ქართულმა ოცნებამ" ახალი მთავრობა კვირის ბოლომდე უნდა
დაამტკიცოს.
პარლამენტის შეკრებისა და მთავრობის დამტკიცების პროცესის დაწყების
მიუხედავად, საზოგადოება 26 ნოემბრის არჩევნების შედეგების
ლეგიტიმურობას არ აღიარებს. პარლამენტის სხდომებს არაკონსტიტუციურს
უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. "ქართულ ოცნებას"
არჩევნებში გამარჯვება ევროპელი ლიდერებიდან მხოლოდ უნგრეთის
პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიულოცა.
მასალის გამოყენების პირობები