"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის
არჩევის თარიღად 14 დეკემბერი დაასახელა, ინაუგურაციას კი 29
დეკემბერს გეგმავს.
"შემოვდივარ წინადადებით, რომელიც
ეხება პრეზიდენტის არჩევნების ჩანიშვნის თარიღს. შესაბამისად, ამას
შევიტანთ ჩვენ დღის წესრიგში და გავა უკვე პლენარულ სხდომაზე. იქ უკვე
პარლამენტის სესიის სხდომის ფარგლებში დავამტკიცებთ, რომ საქართველოს
პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2024 წლის 14 დეკემბერს.
შესაბამისად, მათ შორის, ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე,
ინაუგურაცია ჩატარდება მესამე კვირა დღეს, ანუ 2024 წლის 29
დეკემბერს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს
სხდომაზე.
მოქმედ პრეზიდენტს, სალომე
ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 16 დეკემბერს
ეწურება. ახალ პრეზიდენტს, ხუთი წლის ვადით, სამასკაციანი კოლეგია
აირჩევს. "ქართული ოცნება" პრეზიდენტობის კანდიდატს ჯერჯერობით არ
ასახელებს. არსებული ინფორმაციით, კანდიდატებად ყოფილი პრემიერი
ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე
გამსახურდია განიხილებიან.
მასალის გამოყენების პირობები