სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ სააკაშვილს საზღვრის უკანონო
კვეთისთვის 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლემ აღნიშნულ განაჩენს საქალაქო სასამართლოს 12 მარტს
მიღებული გადაწყვეტილება დაუმატა და ჯამში, ძირითადი სასჯელის სახედ
და ზომად თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით
განესაზღვრა.
მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა სამ საქმეზე აქვს მისჯილი.
სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის საქართველოში
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე
დაბრუნდა. პოლიციამ იგი არჩევნების წინა დღეს დააკავა. დაკავებამდე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში ყოფნის დასადასტურებლად
ვიდეოებს ფეისბუკგვერდით ავრცელებდა.
მასალის გამოყენების პირობები