პოლიტიკა
მიუნხენის კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვა
FaceBook
დღეს მიუნხენის 61- ე საერთაშორისო კონფერენცია იწყება.

სამდღიან კონფერენციაზე განიხილება მსოფლიოში არსებული გამოწვევები და გაიმართება მსჯელობა პრობლემების მოგვარების გზების შესახებ. სამდღიან შეხვედრებსა და დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. იგი შეხვდება ევროპის ლიდერებსა და შეერთებული შტატების დელეგაციას, ასევე ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. "საქართველო ყურადღების ცენტრში" - ასე ჰქვია დისკუსიას, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას. იგი ასევე დაესწრება პანელურ დისკუსიას სახელწოდებით: "რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა".

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა თბილისის დროით  22:30 საათზე დაიწყება. კონფერენციას დაესწრება ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია.

მიუნხენის კონფერენციაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი დაესწრება, არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:12 / 21.02.2025
"ქართული ოცნების“ ხელისუფლება მედიის შემზღუდავი კანონის ინიციირებას 24 თებერვალს გეგმავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელების მიერ
ჟურნალისტების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.
12:47 / 21.02.2025
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელების მიერ ჟურნალისტების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.