დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა სამი ოპოზიციური
გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე
შეუწყვიტა.
უფლებამოსილება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია
ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს, პირადი
განცხადებების საფუძველზე, შეუწყდათ, რომლითაც პარლამენტს გასული
წლის ნოემბერში მიმართეს.
კერძოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადეპუტატო უფლებამოსილება
შეუწყდათ:
მარიკა არევაძეს, ლაშა ბაქრაძეს, თინათინ ბოკუჩავას, საბა ბუაძეს,
გიორგი ბუტიკაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ანა გოგოლაძეს, სოფიო
გოლეთიანს, ანა დოლიძეს, გიორგი ვაშაძეს, თენგიზ თევზაძეს, ქეთევან
თურაზაშვილს, გიორგი იმედაშვილს, გიორგი კირთაძეს, ცოტნე კობერიძეს,
მაია კოპალეიშვილს, თამარ კორძაიას, ირაკლი კუპრაძეს, თამარ
ლალიაშვილს, გიორგი ლემონჯავას, ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, კობა
ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს,
დათუნა რაქვიაშვილს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ლევან
სამუშიას, ირაკლი ფავლენიშვილს, ანი ქავთარაძეს, ოქტაი ქაზუმოვს,
ბორის ყურუას, ფიქრია ჩიხრაძეს, პეტრე ცისკარიშვილს, ლევან
ცუცქირიძეს, გიორგი წერეთელს, ანა წითლიძეს, ივანე ჭყონიას, ლევან
ხაბეიშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ირაკლი
ხვადაგიანს, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძეს, გაიოზ ჯაფარიძეს,
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, სოფიო ჯაფარიძეს.
შედეგად, პარლამენტი, რომელიც 150 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი, 101
წევრიანი გახდა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია
საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება, სხვა
პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს
და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების
შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის
არჩევნების შედეგად, „ძლიერმა საქართველომ“ 14 მანდატი მიიღო,
„კოალიციამ ცვლილებისთვის“ პარლამენტში 19 წევრი გაიყვანა, ხოლო
„ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 მანდატი მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები