პოლიტიკა
სამი ახალი მინისტრი - ირაკლი კობახიძემ ახალი სამთავრობო კაბინეტი წარადგინა
FaceBook
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში, რომელსაც პარლამენტი დღეს, 25 ნოემბერს, დაამტკიცებს, სამი მინისტრი იცვლება.


მინისტრობის კანდიდატები ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იქნება, ნაცვლად ილია დარჩიაშვილისა. ბოჭორიშვილი 2020-24 წლების პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი იქნება, რატი ბრეგაძის ნაცვლად. ოხანაშვილი ბოლო მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კი დავით სონღულაშვილი იქნება, ოთარ შამუგიას ნაცვლად. სონღულაშვილი 2020-24 წლების პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

კობახიძის თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დღეს, 25 ნოემბერს, წარედგინება. მათ მხარი 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს, რისი საშუალებაც “ქართულ ოცნებას” აქვს. ამასთან, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრებს და განაცხადა, რომ სამივე მათგანი მაღალ თანამდებობებზე განაგრძობს მუშაობას.

ბოჭორიშვილიც, ოხანაშვილიც და სონღულაშვილიც ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატები არიან. აღსანიშნავია, რომ მათ პარლამენტში მუშაობისას "რუსულ კანონს" მხარი დაუჭირეს.

პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმურობასაც არც ოპოზიცია, არც პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორი არ აღიარებს, პროტესტის ფონზე იხსნება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.