პოლიტიკა
"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში თავისი უფლებამოსილება ცნო
FaceBook
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო. ამის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პარლამენტში პირველი პლენარული სხდომა დღეს, 25 ნოემბერს, გაიხსნა. რადგან პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სხდომას არ ესწრება, ის უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ გახსნა.

დარბაზში მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები იმყოფებიან, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

სხდომას არ ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პარტნიორი ქვეყნების ელჩები. 

ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში არ შედის. 

სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. მოქალაქეთა ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათენა, ნაწილი კი იქ დილით მივიდა. პროტესტს უერთდებიან მოქალაქეები რეგიონებიდანაც.



Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #პარლამენტი
მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში,
რომელსაც პარლამენტი დღეს, 25 ნოემბერს, დაამტკიცებს, სამი მინისტრი
იცვლება.
11:35 / 25.11.2024
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში, რომელსაც პარლამენტი დღეს, 25 ნოემბერს, დაამტკიცებს, სამი მინისტრი იცვლება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.