პოლიტიკა
წითელი საღებავები ენმ-ის ოფისის ფასადზე - ოპოზიცია პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებს
FaceBook
ქუთაისში, საარჩევნო გარემო, რომელიც სიძულვილის ენის შემცველი წარწერების ფონზე დაიწყო, ოპოზიციის ოფისზე საღებავების შესხმით გრძელდება.

შემთხვევა 15 ოქტომბერს, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე ოპოზიციის ერთ-ერთ ოფისში, როგორც პარტიაში ამბობენ, საღამოს საათებში მოხდა.

უცნობმა პირმა/პირებმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფასადს წითელი საღებავი შეასხეს.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული "ქართული ოცნების" დაკვეთით შესრულდა, რადგან, მათივე თქმით, მიმდინარე პოლიტიკურ დღის წესრიგზე პასუხისმგებელი სწორედ მმართველი პარტიაა.

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გია თევდორაძის თქმით, ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიის ნაწილად ოპონენტების საარჩევნო ბანერებზე საღებავების შესხმა მიაჩნია. 

"ეს არის ამორალურობისა და უნამუსობის პიკი. "ქართულმა ოცნებამ" დაარღვია ყველანაირი სტერეოტიპი აქამდე არსებული და ამის მკაფიო მაგალითი არის მიმდინარე არჩევნები. "ოცნებას" აქვს საარჩევნო კამპანია, რომლის დროსაც ხალხისგან ითხოვს ბოდიშის მოხდას ოკუპანტისადმი; კამპანია, რომლის დროსაც საკუთრ მოსახლეობას ევაჭრება პირადობის მოწმობებით; კამპანია, როდესაც მთავარი ოპოზიციური გაერთიანების შტაბს საღებავებით ღებავს",- განმარტავს გია თევდორაძე. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ იცის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მარცხდება, რის გამოც ყოველგვარ ასეთ მეთოდს მიმართავს.

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს, ხელისუფლება მიიღებს ამაზე ადეკვატურ პასუხს. როგორც ეს ბანერია გაფერადებული, ხალხი, ოპიზიციის გაწვრივ ნიშნულებს ასე გააფერადებს და ამით ეტყვის "არას", ერთხელ და სამუდამოდ, ივანიშვილის ოლიგარქიულ რუსულ პარტიას", - ამბობს გია თევდორაძე.

ჩვენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენელსაც დავუკავშირდით. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გია ბასილაძე განმარტავს, როომ აღნიშნულის შესახებ თავადაც სიუჟეტებიდან შეიტყო, შესაბამისად, არ იცის ვინ შეასხა საღებავი მათი ოპონენტის ოფისს. 

"უცნობია ჩემთვის ვინ გააკეთა ეს. რომ გამაგებინა ვინ არის, მე თვითონ მოვთხოვ პასუხს, რადგან ამგვარი ქმედება ლახავს ჩვენს ავტორიტეტს", -  ამბობს გია ბასილაძე.

აღსანიშნავია, რომ მომხდარამდე რამდენიმე საათით ადრე, თავად "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა გიგი უგულავამ და ხატია დეკანოიძემ, ქუთაისში, „ოცნების“ პროპაგანდისტულ ბანერს "არა ომს, აირჩიე მშვიდობა" თეთრი საღებავი წაუსვეს.

ოპოზიციის შტაბის ფასადის საღებავებით გაფერადებამდე, ქუთაისის ქუჩებში წარწერები: "ნაცი მკვლელია", "სატანა ნაციონალი კლავს" გამოჩნდა, რომელიც სახელმწიფო თუ კერძო შენობების ფასადებზეა დატანილი, მათ შორის ისეთი ობიექტების ფასადებზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენენ. 

შენობების ფასადებზე თვითნებურად შესრულებული წარწერებისა და სტიკერების გაკვრისთვის მოკვლევას ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული "მუნიციპალური ინსპექცია" ახორციელებს, თუმცა, წარწერების გაკეთებიდან ორი თვის თავზე, კონკრეტული პირები არათუ დაჯარიმებული, გამოვლენილიც კი არ არიან.

თუ ვინ უნდა წაშალოს კულტურული მემიკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებზე წარწერები, მერიაში პასუხი არ აქვთ, თავად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში კი ჩვენს ზარებს და მათ შორის თვენახევრის წინ გაგზავნილ წერილს (საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით) არ პასუხობენ.

"ოცნებამ" ქუთაისისი ქუჩებში ასევე გამოფინა ბანერები "არა ომს, აირჩიე მშვიდობა", ასევე ბანერები ოპონენტების ლიდერების გამოსახულებით, წარწერით: "არა აგენტურას". 

26 ოქტომბერს, საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც
საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ,
მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.
13:49 / 28.11.2024
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.