პოლიტიკა
იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
FaceBook
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც იმერეთში მცხოვრებლებს ნდობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ამასთან აღნიშნა, რომ სადაც არ უნდა იყოს, მისთვის იმერლების კეთილდღეობა და ინტერესების დაცვა ყოველთვის უპირველესი იქნება.

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დელეგატი იქნება და "ოცნების" საარჩევნო კამპანიას გაუძღვება.

"დადგა დღე, როდესაც უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც სახელმწიფო რწმუნებული, თუმცა ჩვენ ხვალიდან მოგვიწევს უკვე ახალი ურთიერთობები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტად დაგვაახლოვებს. მე ვიქნები თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში. ამის მჯერა, რადგან დღემდე ჩემი თანამდებობა და სტატუსი წარმატებული სწორედ თქვენი მხარდაჭერით იყო. ბევრი პრობლემა დავძლიეთ ერთად და ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადავდგით, რამაც იმერეთი მეტად მიმზიდველი გახადა როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ტურიზმისა და ინვესტიციების ნაწილში",- განმარტა მან.

ზვიად შალამბერიძის თქმით, გუბერნატორის თანამდებობაზე გატარებული 5 წელი მისთვის სიამაყის წლები იყოს, რადგან არცერთი გადაწყვეტილება ხალხის გარეშე არ მიღწეულა.

"ყველაფერში იყავით ჩართულები და ეს ასე გაგრძელდება. ახალი პოზიცია მომცემს შესაძლებლობას, გამოვიყენო სხვა რესურსები და მიდგომები იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც ჩვენს წინაშეა. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ენერგია და სურვილი, ვემსახურო ჩვენს ქვეყანას ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე. მზად ვარ, განვაგრძო მუშაობა ჩვენს გუნდთან ერთად რეგიონის კეთილდღეობისათვის. დავისახო ამბიციური მიზნები და მივაღწიო მათ თქვენი დახმარებით. ერთად ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ ჩვენი იმერეთისა და მისი თითოეული მცხოვრებლისათვის",- განმარტა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზვიად შალამბერიძე 2019 წლის ივლისში დაინიშნა. 

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმა და მმართველი პარტიის სარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დელეგატები წარადგინა, რომლებიც იმერეთის რეგიონში "ოცნების" საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. ზვიად შალამბერიძე დელეგატი ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში იქნება.

დელეგატები პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები არიან, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.