ქუთაისის ყოფილ მერს იოსებ ხახალეიშვილს, რომელმაც თანამდებობა
დაახლოებით ერთი კვირის წინ
დატოვა, უფლებამოსილება შეუწყდა.
შესაბამის გადაწყვეტილებას დეპუტატებმა მხარი საკრებულოს რიგგარეშე,
23 ივლისის სხდომაზე დაუჭირეს.
იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება
სოციალურ ქსელ ფეისბუქზე 15 ივლისს
გაავრცელა.
როგორც მან განმარტა, საქმიანობას თბილისში გააგრძელებს, თუმცა რა
პოზიციაზე, არ დაუკონკრეტებია.
მის მოვალეობას ახლა ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი
ასრულებს.
იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერის თანამდებობას 2020 წლიდან
იკავებდა. თავდაპირველად, იგი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო,
ხოლო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული
ოცნებიდან" საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. არჩევნების მეორე ტურის
შედეგად, იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 51,64% მიიღო.
ამავე თემაზე:
სად გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის ყოფილი
მერი
ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი
შეასრულებს
რატომ დატოვა ქუთაისის მერმა თანამდებობა - იოსებ
ხახალეიშვილის განმარტება
ქუთაისის მერმა თანამდებობა დატოვა
მასალის გამოყენების პირობები