პოლიტიკა
29 აპრილს, "ოცნების" აქციის დღეს, ქუთაისის საკრებულოში 48-დან 30-მა თანამშრომელმა შვებულებით ისარგებლა
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებული 48 თანამშრომლიდან, 29 აპრილს, შვებულებაში 30 პირი იმყოფებოდა.
ამის შესახებ „ქუთაისიპოსტის“ მიერ საკრებულოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი.

„გაცნობებთ, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში, დღეის მდგომარეობით, დასაქმებულია 48 პროფესიული საჯარო მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 2024 წლის 29 აპრილის კუთვნილი შვებულებით ისარგებლა 30-მა საჯარო მოხელემ“,
- აღნიშნულია წერილში. 

29 აპრილს აღებულ შვებულებებთან დაკავშირებით, ქუთაისის საკრებულოს მსგავსად, წერილით ქუთაისის მერიასა და იმერეთის გუბერნიასაც მივმართეთ (15 მაისს), თუმცა პასუხი, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების თანახმად, 10 სამუშაო დღეში უნდა მიგვეღო, ამ დრომდე ამ მოგვსვლია. 

29 აპრილი - ეს ის დღეა, როცა „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, რუსულ კანონთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო შეკრება გამართა, შეკრებილებს კი,  თავად ბიძინა ივანიშვილმა როგორც  "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა.

რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე „ოცნებამ“, 29 აპრილს, პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან წაიყვანა.

გამონაკლისი არც ქუთაისი ყოფილა, საიდანაც ადგილობრივი ხელისუფლებიდან, დედაქალაქში, როგორც თანამდებობის პირები, ასევე საჯარო მოხელეები და აიპებში ხელშეკრულებით აყვანილი ადამიანები გაემგზავრნენ, მათგან ზოგი გამჭვირვალობის აუცილებლობის მოტივით, ზოგიც - ოჯახის სიწმინდის დაცვის, ზოგიც კი უბრალოდ "საქეიფოდ, დროსტარებლად".



"ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე  და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე, რომელიც 29 აპრილს, აქციაზე იმყოფებოდა, ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს



ფოტო, რომელზეც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და საკრებულოს წევრები: ამირან კოპალეიშვილი და მამუკა რიჟამაძე არიან, ატვირთულია მათ ფეისბუქ გვერდებზე.

"ქართულმა ოცნებამ", 29 აპრილს, თბილისში, რუსულ კანონთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ დღეს "დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოსულიყო რუსთაველზე", რისთვისაც ხელისუფლებამ მუქარითა თუ მოსყიდვით ყველა რესური გამოიყენა. 

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ქუთაისიდან აქციაზე წასვლის ღირებულება 50 ლარიდან 100 ლარამდე იყო, ხოლო მიკროვატობუსებისა და ავტომუსების მძღოლებს 500 ლარიდან 600 ლარი გადაუხადეს.


ამავე თემაზე:


„საქეიფოდ, დროსატარებლად მივდივართ“ - ქუთაისიდან „რუსული კანონის“ მხარდამჭერ აქციაზე გაემგზავრნენ

ქუთაისიდან რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციაზე წასასვლელად ემზადებიან

"რუსული კანონის" მხარდამჭერ აქციაზე ქუთაისიდან თბილისში ავტოკოლონა გაემართება

ვინ, რატომ მიდის "ოცნების" აქციაზე იმერეთიდან - თანამდებობის პირების პასუხები


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.