ახალი ამბები
„საქეიფოდ, დროსატარებლად მივდივართ“ - ქუთაისიდან „რუსული კანონის“ მხარდამჭერ აქციაზე გაემგზავრნენ
FaceBook
"ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრნენ.

აქცია თბილისში 18 საათიდან 20 საათამდეა ჩანიშნული, თუმცა ქუთაისიდან შვიდი-რვა საათით ადრე გავიდა ავტობუსების და მიკროავტობუსების კოლონა.

მთავრობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ემხრობიან გამჭვირვალობის აუცილებლობას, რასაც მათი თქმით "რუსული კანონი" დაარეგულირებს.
"ფული რომელიც შემოდის ხომ უნდა ვიცოდეთ სად მიდის და რას ხმარდება. მე თუ ვავსებ დეკლარაციებს ამ ფულის მიმღებებმაც უნდა შეავსონ",- აცხადებს ერთ-ერთი მონაწილე.

მთავრობის მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთათვისაც თბილისში გამგზავრება მშვენიერი "ექსკურსია" იყო, ნაწილი კი "საქეიფოდ" მიდიოდა.



თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თავს არიდებდნენ საუბარს, აგრესიას გამოხატავდნენ ჟურნალისტების დანახვაზე. ერთმა კამერის დამტვრევაც სცადა.

"ქართულმა ოცნებამ", 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, რუსულ კანონთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო შეკრება დაანონსა. ცნობილია ისიც, რომ აქციას დაესწრება თავად ბიძინა ივანიშვილიც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ "მნიშვნელოვანია 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე", რისთვისაც ხელისუფლება მუქარითა თუ მოსყიდვით ყველა რესურს იყენებს.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, აქციაზე წასვლის ღირებულება 50 ლარიდან 100 ლარმდეა, ხოლო მიკროვატობუსებისა და ავტომუსების მძღოლებს 500 ლარიდან 600 ლარს უხდიან. 

"ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი, პირველი მოსმენით, 17 აპრილს მიიღი. მას 83-მმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის" სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

ამავე თემაზე:





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.