ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია „ქართული ოცნების“
არაფორმალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
შენგელია მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა ქვეყნის
განვითარების ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი.
„ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს, 2012 წელს მან
ხალხთან ერთად, დემოკრატიული ფასეულობებით, არჩევენების გზით, შეცვალა
ხელისუფლება და საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპს“,
- წერს საკრებულოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
ბიძინა ივანიშვილი დღეს იუბილარია. ყოფილი პრემიერი 67 წლის
გახდა.
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი საჩხერის რაიონში,
სოფელ ჭორვილაში, 1956 წელს დაიბადა.
მასალის გამოყენების პირობები